რუსეთში 23 ათასი ჰექტარი ტყე იწვის
რუსეთში 23 ათასი ჰექტარი ტყე იწვის
10:49 30.07.2012
რუსეთის ფედერაციაში 23 ათასი ჰექტარი ტყე იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სატყეო დეპარტამენტზე  დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში, სიბირის ფედერალურ ოლქში 23 ჰექტარ ტყის მასივს ცეცხლი უკიდია, კერძოდ კი, ხანძარი გაჩნდა კრასნოდარის მხარეში, ტომსკში, ირკუსკის რეგიონში და ტუვეში.

სატყეო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რამდენიმე ათას ჰექტარზე ცეცხლის ლიკვიდაცია უკვე მოხერხდა, თუმცა, მდგომარეობა კვლავ რთულია.

ხანძირის სალიკვიდაციო სამუშაოებში 3 500 ადამიანი, 332 ერთეული ტექნიკა და 22 ვერტმფრენია ჩართული.

ბეჭდვა