ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ალი აკბარი სალეხის შეფასებით, სირიაში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით
გადაცემის იდეა ილუზია და გულუბრყვილობაა.
ამის შესახებ ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დღეს, სირიელ კოლეგასთან ვაიდომ მუალელომტან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გულუბრყვილობაა და არასწორია ვივარაუდოდ, რომ თუ სირიის ხელისუფლება ვაკუუმში მოექცევა და ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაწყება, ხელისუფლებაში უბრალოდ მოვა ახალი მთავრობა. ეს ილუზიაა. აუცილებელია, ყურადღებით დავაკვირდეთ სირიის შიგნით მიმდინარე მოვლენებს“ - აღნიშნა სალეხმა.
არსებული ინფორმაციით, სირიის არმია შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ ოპერაციებს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ატარებს, ასევე, შეტაკებები სიდიდთ მეორე ქალაქ ალეპოში მიმდინარეობს.
სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება ერთ წელზე მეტია გრძელდება და შეტაკების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 16 ათასი ადამიანია დაღუპული.
