ალჟირის ხელისუფლებას ლტოლვილის სტატუსი 12 ათასმა სირიელმა სთხოვა
ალჟირის ხელისუფლებას ლტოლვილის სტატუსი 12 ათასმა სირიელმა სთხოვა
17:16 29.07.2012
ალჟირის ხელისუფლებას 12 ათასმა სირიელმა ლტოლვილის სტატუსი სთხოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ალჟირის შინაგან საქმეთა  სამინისტროდან სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში კონფლიქტის დაწყების დღიდან ალჟირს თავშესაფერი 12 ათასმა ადამიანმა სთხოვა, რომელთა მოთხოვნაც დაკამაყოფილდა.

ამასთან, ალჟირის ხელისუფლებამ სირიელ ლტოლვილებს პირველადი დახმარებაც აღმოუჩინა და მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გეგმას ამუშავებს.

სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება ერთ წელზე მეტია გრძელდება და შეტაკების დროს ოფიციალური მონაცემებით 16 ათასი ადამიანია დაღუპული.

ბეჭდვა