ინგუშეთში 10 კილოგრამი ტროტილი აღმოაჩინეს
ინგუშეთში 10 კილოგრამი ტროტილი აღმოაჩინეს
16:06 29.07.2012
ინგუშეთში 10 კილოგრამი ტროტილი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსის“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინგუშეთში, ნაზრანის რაიონში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, რომელიც 10 კგ ტროტილით იყო დამზადებული.

მათივე ინფორმაციით, ასაფეთქებელი ფედერალურ საგზაო მაგისტრალ „კავკაზზე“ იდო. 

ბეჭდვა