მექსისკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტაულიპას შტატში, სოფელ ვილია-ნუევაში არმიის ჯარისკაცებმა პატრულირების დროს
სამარხში 2 ტონა და 240 კილოგამი მარიხუანა იპოვეს.
მექსიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარიხუანა საფლავის ქვის ქვეში იყო ჩაფლული, თუმცა, გამოძიებას ჯერ ინფორმაცია არ აქვს, როგორ შეძლეს ნარკომოვაჭრეებმა სასაფლაოზე მისი დამალვა.
ტაულიპას შტატში სამი მსხვილი ნარკოკარტელი მოქმედებს, რომლის წამომადგენლებს და არმიისა და პოლიციას შორის შეარაღებული შეტაკებები ხშირად ხდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე, მსგავსი ტიპის მექსიკაში ნარკოკარტელებს შორის ომს 50 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
