იტალიის ქალაქ ბარში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა 23 წლის ქართველი დააკავეს. მას ბრალი ქურდობაში ედება.
დაკავებულს თან აღმოაჩნდა სპეციალური ჩანთა, რომლის საშუალებით ის კომპიუტერული მაღაზიიდან ნაქურდალი ნივთების დეტექტორებისგან ფარულად გამოტანას ცდილობდა.
დაკავებული ადგილობრივ ციხეშია გადაყვანილი.
