ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია ლონდონში დღეს გაიმართება.
უცხოური მედიის ცნობით, ოლიმპიადა 2012-ზე ჯილდოების 302 კომპლექტი გათამაშდება. სპორტის დედოფლად აღიარებულ მძლეოსნობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპორტსმენები 47 სახეობაში იბრძოლებენ.
დაჯილდოების თვალსაზრისით ყველაზე დატვირთული დღე 11 აგვისტო იქნება, როდესაც 32 ოლიმპიური ჩემპიონი გამოვლინდება.
ოლიმპიური პარკი, სადაც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება, 250 ჰექტარზეა გაშლილი.
ოლიმპიური სოფელი 17 ათასამდე ადამიანზეა გათვლილი.
ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ლეგენდარული ჯგუფის „ბითლზის“ მუსიკა გაჟღერდება. მხატვრული დეკორაციების შექმნაში ჩართულია ასობით ადამიანი.
ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, ლონდონში უსაფრთხოების ზომებს 5 ათასამდე სამხედრო დაიცავს.
საქართველოდან ოლიმპიადაში 35 ქართველი სპორტსმენი ჩერთვება, რომლებიც სპორტის 12 სახეობაში იასპარეზებენ.
ქართული ნაკრების მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძეა.
