დიმიტრი მედვედევი მარიო მონტის შეხვდება
დიმიტრი მედვედევი მარიო მონტის შეხვდება
09:04 23.07.2012
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი დღეს იტალიის პრემიერ- მინისტრს მარიო მონტის შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთის და იტალიის პრემიერები შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ, ასევე, საუბარი შეეხება საერთაშორისო დონის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, მაღალი ტექნოლოგიების, საავიაციო და სარკინიგზო ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობას.

მედვედევის და მონტის შეხვედრას ორივე ქვეყნის წამყავნი ბიზნესმენებიც დაესწრებიან.

იტალიის პრემიერ-მინისტრი მოსკოვს დღეს ეწვევა და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც გამართავს.


ბეჭდვა