ბოლო 60 წლის განმავლობაში მოსულმა ყველაზე ძლიერმა წვიმამ პეკინში 10 ადამიანი იმსხევრპლა, ათასობით მოქალაქეა
ჩარჩენილი დედაქალაქის მთავარ აეროპორტში.
როგორც ბი-ბი-სი იუწყება, კიდევ 10 ადამიანი დაიღუპა პროვინციებში შანსი და სიჩუანი.
შაბათს საღამოს დაწყებული ძლიერი წვიმა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და წყალმა პეკინის ცენტრალური მაგისტრალები დატბორა.
ხალხი სახლების სახურავების ჩამონგრევისას და ელექტროძაბვით დაიღუპა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. პეკინის მთავარ აეროპორტში 500-ზე მეტი რეისი გადაიდო.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ქუჩებში ძლიერ ტალღებს ნაგვის ბუნკერები და ველოსიპედები მიაქვს.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ძლიერი წვიმა კვლავ გაგრძელდეს.
