იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს მახლობლად დღეს ჩამოვარდნილი ამერიკული გამანადგურებელის F-16-ის პილოტი მაშველებმა ცოცხალი
ოპოვეს - იუწყება უცხოური მედია კუნძულის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით.
ექიმების განცხადებით, პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მან თვითფრინავის წყალში ჩავარდნამდე კატაპულტირება მოახერხა.
ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი წყნარ ოკეანეში დღეს კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნემუროს მახლობლად ჩამოვარდა. თვითმფრინავი იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ამერიკულ ბაზაზე ირიცხებოდა.
