რუსეთის საზაფხულო ბანაკში 26 ბავშვი მოიწამლა
რუსეთის საზაფხულო ბანაკში 26 ბავშვი მოიწამლა
16:29 22.07.2012
რუსეთში, პრიმორის საზაფხულო ბანაკიდან 26 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას  რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზაფხულო ბანაკ „ოცნებადან“ კლინიკის ინფექციურ განყოფილებაში 26 ბავშვი მოწამლის დიაგნოზით გადაიყვანეს, რაზეც სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია.

საქმეს სანიტარული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის მუხლით აღიძრა, რომელიც ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ბეჭდვა