სირიელმა ამბოხებულებმა თურქეთის საზღვართან კიდევ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკავეს
სირიელმა ამბოხებულებმა თურქეთის საზღვართან კიდევ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკავეს
15:22 22.07.2012
სირიელმა ამბოხებულებმა თურქეთის საზღვართან მდებარე კიდევ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ბაბ ელ- სალმია დაიკავეს, რომელიც ქალაქ ალეპოსთან მდებარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სრიის ოპოზიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტიდან აჯანყებულებმა ასადის მომხრე ჯარისკაცების განდევნა შეძლეს.

სირია-თურქეთის საზღვართან საკონტროლო-გამშვები პუნქტი ბაბ ელ-სალმია უკვე მესამეა, რომელიც აჯანყებულებმა დაიკავეს, ასევე, ოპოზიცია ერაყთან საზღვარსაც აკონტროლებს.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სირიიდან თურქეთის ტერიტორიაზე სირიის არმიის 20 გენერალია გაქცეული.

სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება და შეტაკების დროს გაეროს ოფიციალური მონაცემების 16 ათასი ადამიანია დაღუპული, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია.


ბეჭდვა