იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს მახლობლად, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელმა F-16-მა დღეს
კატასტროფა განიცადა. ამის შესახე უცხოური პრესა იაპონიის სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ეტაპზე, უცნობია მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი, ან რამ გამოიწვია კატასტროფა.
თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნემუროს მახლობლად. წინასწარი ინფორმაციით, გამანადგურებელი იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ამერიკულ ბაზაზე ირიცხებოდა .
