სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით ყირიმის მერი დააკავეს
სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით ყირიმის მერი დააკავეს
12:34 22.07.2012
რუსმა სამართალდამცავებმა ყირიმის მერი ვლადიმერ ულანოვსკი და ყირიმის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი ვასილი კრუტკო დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალი სამსახურეობრივ გულგრილობაში ედებათ, რომელსაც ადამიანთა დაღუპვა მოჰყვა.

ასევე, დაკავებულია ყირიმის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორ ჯანოვი.

არსებული ინფორმაციით, მათ ყირიმის დატბორვამდე წყალდიდობის შესახებ სამი საათით ადრე იცოდნენ, თუმცა, რეაგირება არ მოახდინეს.

7 ივლისს ყირიმის ოლქში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 170 ადამიანია დაღუპული.

ბეჭდვა