ტაჯიკეთში, მთიანი-ბადახშანის ავტონომიური ოლქის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის უფროსი, გენერალ-მაიორი აბდულ ნაზაროვი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უცნობმა პირებმა გენერლის ავტომანქანა ქალაქ ხოროგის სიახლოვეს გააჩერეს, ნაზაროვი მანქანიდან გადმოიყვანეს და ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, მასთან ერთად მყოფი ოთხი პირი მსუბუქად არიან დაჭრილები.
არსებული ინფორმაციით, აბდულა ნაზაროვი კონტრაბანდისტებმა მოკლეს. ფაქტთან დაკავშირებით აღძურლია სისხლის სამართლის საქმე.
