რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მეუღლის მოსკოვში ყოფნას უარყოფს
რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მეუღლის მოსკოვში ყოფნას უარყოფს
13:33 20.07.2012
რუსეთის ფედერაციის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მეუღლის მოსკოვში ყოფნას უარყოფს, იუწყება „vzgliad.ru“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტროში აცხადებენ, რომ ასადის მეუღლის მოსკოვში ყოფნის შესახებ ინფორმაცია ჭორია.
სამინისტროს ინფორმაციით, ასადი ამ დროისთვის კვლავ დამასკოშია.
სირიის პრეზიდენტის ცოლის მოსკოვში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემა „The Guardian“ - მა გაავრცელა.
წუხელ ღამით სირიის დედაქალაქის ქუჩებში სროლები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. აჯანყებულები დამასკოში პოლიციის შტაბ-ბინას თავს დაესხნენ. დაიღუპა და დაიჭრა ათეულობით სამართალდამავი.
ამასთან, ოპოზიციის ინფორმაციით, „სირიის განმათავისუფლებელმა არმიამ“ დამასკოს ორი - რუკნ-ედ-დინის და ბერზის კვარტალი დაიკავა.

მათივე მტკიცებით, სირიელი ამბოხებულები ქვეყნის 75%-ს აკონტროლებენ.
დამასკოს ცენტრში ორი დღის წინ, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობის აფეთქების შედეგად, თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯიხა, ანტიკრიზისული კომისიის ხელმძღვანელი ხასან ათ-თურქმანი, პრეზიდენტის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ასად ხაფიზ მახლიუფი დაიღუპნენ, დაჭრილები არიან სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი მუჰამედ აშ-შაარი და სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსი ხიშამ ბახტიარი.
სირიაში სამოქალაქო ომი ერთ წელზე მეტია გრძელდება, რომელსაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ბეჭდვა