გაეროს უშიშროების საბჭო დღეს სირიასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს უყრის.
კენჭისყრა გუშინ საღამოს უნდა
გამართულიყო, თუმცა, დოკუმენტის ირგვლივ კონსულტაციების გაგრძელების მიზნით, დღეისთვის გადაიდო.
რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს დამასკოს მიმართ მკაცრი ზომების განხორციელებას, მათ შორისაა ეკონომიკური სანქციები და საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელება.
სავარაუდოდ, რუსეთი აღნიშნულ რეზოლუციას ვეტოს დადებს. გუშინ, რუსეთმა უშიშროების საბჭოს რეზოლუციის, საკუთარი დამატებითი ვარიანტი წარუდგინა.
„ფრანს-პრესის“ ცნობით, გუშინ სირიაში განხორციელებული ტერაქტისა და სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, სირიის თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯიჰა და მისი მოადგილე, პრეზიდენტ ბაშარ ასადის სიძე ასეფ შაუკატი.
უფლებათადამცველების ცნობით, სირიაში გუშინ 124-ზე მეტი სამოქალაქო პირი, 62 სამხედრო და 28 ბოევიკი დაიღუპა. მხოლოდ დამასკოში 38 ადამიანი გარდაიცვალა.
სირიაში ერთ წელზე მეტია არ წყდება ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზადა. შედეგად, გაეროს ინფორმაციით, სირიაში ამ ხნის განამვლობაში მსხვერპლის რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს, 230 ათასამდე დევნილია ხოლო ერთ მილიონამდე ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.
