ავღანეთის ჩრდილოეთში, სამანგანის პროვინციაში, თალიბებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კუთვნილი 22 ცისტერნისგან
შემდგარი კოლონა ააფეთქეს, რომელსაც უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებისთვის ბენზინი გადაჰქონდა, იუწყება „ბი-ბი-სი“.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, აფეთქებამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამქრალა.
ცისტერნების კოლონას საწვავი უზბეკეთიდან ავღანეთის სამხრეთში დისლოცირებული ნატო-ს ძალებისთვის გადაჰქონდა. ზოგიერთი მონაცემით, ბომბი ერთ-ერთი ცისტერნის ძირზე იყო დამონტაჟებული და იმდენად, რამდენადაც მანქანები ერთმანეთის სიახლოვეს იდგნენ, ხანძარი ყველას მოედო.
