გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, სირიის თავდაცვის მინისტრი დაიღუპა
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, სირიის თავდაცვის მინისტრი დაიღუპა
16:53 18.07.2012
სირიის თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯიჰა და მისი მოადგილე, პრეზიდენტ ბაშარ ასადის სიძე ასეფ შაუკატი დამასკოში უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს  აფეთქების დროს დაიღუპნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის და შინაგან საქმეთა მინისტრის მდგომარეობა კრიტიკულია.
შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ თავდასხმიდან ცოტა ხნის შემდეგ განაცხადა, რომ სირია ტერორისტთა შემოტევებსა და დაჯგუფებებთან „უფრო გაბედულია ვიდრე ოდესმე“.
ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქებაში ეჭვმიტანილია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დაცვის წევრი.
დაუდ რაჯიჰა თავდაცვის მინისტრად წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე, ის გენერალური შტაბის უფროსი იყო. რაც შეეხება ასეფ შაუკატს, ის უშიშროების სამსახურის უფროსი იყო.
აფეთქება, რომელიც დამასკოში სირიის ეროვნული უშიშროების შენობაზე განხორციელდა, მინისტრების შეხდევრის დროს მოხდა.


ბეჭდვა