ეგვიპტეში სარკინიგზო კატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა
ეგვიპტეში სარკინიგზო კატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა
11:00 18.07.2012
ეგვიპტის დედაქალაქიდან სამხრეთ ნაწილში, გიზას რაიონში მომხდარი კატასტროფის შედეგად მინიმუმ 4 ადამიანი  დაიღუპა, ხოლო 70-ზე მეტი დაშავდა - იუწყება ეგვიპტური მედია.

სამგზავრო მატარებელი, რომელიც ქაიროდან პროვინცია სოხაგში მიემართებოდა, ლიანდაგებიდან გადავიდა და სადგურში გაჩერებულ მეორე სამგზავრო მატარებელს შეეჯახა.

როგორც სარკინიგზო გზების სამმართველოს წარმომადგენლები აცხადებენ, შეტაკება გაჩერებული მატარებლის მგზავრების მიერ იყო პროვოცირებული. ისინი მატარებლის გაჩერებას აპროტესტებდნენ, როცა ლიანდაგზე განძელები დაალაგეს, რამაც ქაიროდან მიმავალი ჩქაროსნული მატარებლის გზიდან გადასვლა გამოიწვია. შეჯახების შედეგად მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან.


ბეჭდვა