Polat Tower-ში ხანძარი ლიკვიდირებულია
Polat Tower-ში ხანძარი ლიკვიდირებულია
16:31 17.07.2012
სტამბოლის ცათამბჯენ Polat Tower-ში დღეს გაჩენილი ძლიერი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია - იუწყება „როიტერი“.

შენობის მეპატრონეს ადნან პოლატის განცხადებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან შენობაში მყოფი მოქალაქეების ევაკუირება დროულად მოხერხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი კონდენციონერების სექციაში ტექნიკური პრობლემების გამო გაჩნდა. ცეცხლი კედლით გავრცელდა, თუმცა, ამოქმედდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რისი მშევეობითაც მსხვერპლი თავიდან იქნა აცილებული.

ხალხის ევაკუაცია ცეცხლმოკიდებული ცათამბჯენის გარდა, მეზობელი შენობებიდანაც მიმდინარეობდა.

ბეჭდვა