მაღალი ტემპერატურის გამო დღეს აკროპოლი დაიხურა
მაღალი ტემპერატურის გამო დღეს აკროპოლი დაიხურა
17:27 16.07.2012
ათენის ხელმძღვანელობამ, ძლიერი სიცხის გამო, დამთვალიერებლებისთვის აკროპოლი დღეს დროზე ადრე დახურა, იუწყება ბი-ბი-სი.

დღეს ათენში ჰაერის ტემპერატურამ 42 გრადუსს მიაღწია.

საბერძნეთის კულტურის მინისტრი ირწმუნება, რომ ისტორიული ძეგლი სამშაბათს ჩვეულებრივი განრიგით გააგრძელებს ტურისტების მიღებას.

ბეჭდვა