ცენტრალურ და სამხრეთ დასავლეთ ჩინეთში წყალდიდობამ მილიონობით ადამიანს მიაყენა ზარალი.
ცენტრალური ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 10 და დაზარალდა 2.37 მლნ ადამიანი.
ძლიერი წვიმები ჰუბეიში 25 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. წვიმებმა დამანგრეველი წყალდიდობა, მეწყერი და სერიოზული გეოლოგიური კატასტროფები გამოიწვია.
წყალმა პროვინციაში 190 000 ჰექტარი ტერიტორია დაფარა და 3 887 სახლი დაანგრია. ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 156,8 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.
სამხრეთ ჩინეთის გუიცჰოუს პროვინციაში ქალაქ ლიუპანჰიუში მეწყერის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.
უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში, წვიმების გამო გუიცჰოუში დაიღუპა ერთი ადგილობრივი და დაზარალდა დაახლოებით 200 000 ადამიანი.
წვიმებმა ჩინეთის 15 ქალაქი დააზარალა, რომლის შედეგადაც მთავრობა იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილებიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაცია მოეხდინა.
გუიცჰოუს ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმები სამშაბათამდე გაგრძელდება.
