სამხრეთ და ჩრდილოეთ სუდანის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები დაიწყეს
სამხრეთ და ჩრდილოეთ სუდანის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები დაიწყეს
16:58 15.07.2012
სამხრეთ და ჩრდილოეთ სუდანის პრეზიდენტები მიმდინარე წლის აპრილში მომხდარი სასაზღვრო კონფლიქტის შემდეგ დღეს ერთმანეთს პირველად შეხვდნენ და მოლაპარაკებები დაიწყეს.

ჩრდილოეთ სუდანის პრეზიდენტი ომარ-ალ ბაშირი და სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი სალვა კიირი ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, აფრიკის კავშირის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. მოლაპარაკების დეტალებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ოფიციალური წყაროების ცნობით, სუდანის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები ნაკლებად შედეგიანი იყო, თუმცა, მათი შეხვედრა მოწმობს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამ კონფლიქტის მოგვარებაზე შედეგი მაინც გამოიღო.
გაერომ კონფლიქტის მოგვარების სამთვიანი ვადა სუდანს მას შემდეგ დაუწესა, რაც ნავთობით მდიდარ რეგიონ ჰეგლიგში სამხრეთ და ჩრდილოეთ სუდანს შორის ომი დაიწყო. გაერომ დავის მოგვარების ბოლო თარიღად 2 აგვისტო დაასახელა.
სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა 50 წლიანი კონფლიქტის შემდეგ, 2011 წლის ივლისში მოიპოვა, თუმცა, მათ შორის საზღვარი ჯერ კიდევ არ არის გავლებული.

ბეჭდვა