ახალი საერთაშირისო ექსპედიცია ბაიკონურის კოსმოდრომიდან კოსმოსში წარმატებით გაეშვა
ახალი საერთაშირისო ექსპედიცია ბაიკონურის კოსმოდრომიდან კოსმოსში წარმატებით გაეშვა
12:32 15.07.2012
ბაიკონურის კოსმოდრომიდან რაკეტამზიდი „სოიუზ-ФГ“ კოსმოსური ხომალდით „სოიუზ ТМА-05М“ და ახალი საექსპედიციო ეკიპაჟით დღეს გამთენიისას, საერთაშორისო  კოსმოსური სადგურის მიმართულებით, წარმატებით გაეშვა.

ეკიპაჟის შემადგენლობაში არიან როსკოსმოსის კოსმონავტი იური მალენჩენკო, ნასას ასტრონავტი სანიტა უილიამსი და იაპონური სააგენტო JAXA ასტრონავტი აკიხიკო ხოშიდე.

ექსპედიცია კოსმოსურ სადგურზე 30-მდე სამეცნიერო ექსპერიმენტს ჩატარებას ითვალისწინებს.

კოსმოსური ხომალდის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შეერთება ავტომატურ რეჟიმში 17 ივლისსაა დაგეგმილი.

ამასთანავე, დაგეგმილია რუსი კოსმონავტისა და სადგურზე მომუშავე სპეციალისტის ღია კოსმოსში გასვლა. ისინი კოსმოსურ სადგურზე მეტეორიტის საწინააღმდეგო დაცვას დააყენებენ. სპეციალისტები ღია კოსმოსში 6 საათს დაჰყოფენ და მინიატურულ თანამგზავრსაც გაუშვებენ.

თავის მხრივ, სანიტა უილიამსი და აკიჰიკო ხოშიდე აგვისტოს ბოლოს ამერიკული პროგრამით გავლენ ღია კოსმოსში. მათ რუსული მრავალფუნქციური ლაბორატორული მოდულისთვის, რომლის გაშვება 2013 წელს იგეგმება, ელექტრონული კაბელები უნდა დაამოტაჟონ.


ბეჭდვა