ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სანქციების შედეგად, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა ნავთობ მწარმოებელ 11 კომპანიას ამერიკულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოება შეუზღუდა. დეპარტამენტმა ასევე განსაზღვრა ირანის 20 ფინანსური ინსტიტუტი, რომლებიც დაიბლოკება.
„ჩვენ გავაგრძელებთ ირანზე ზეწოლას მანამ, სანამ ირანის ხელისუფლება უარს არ იტყვის ბირთვულ პროგრამაზე“ - განაცხადა სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დავიდ კოენმა.
მისი თქმით, ამჟამინდელი სანქციები მიმართულია იმ მოწინავე კომპანიებისკენ, რომელსაც ირანი ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ირანის 57 ნავთობკომპანიას სარეგისტრაციო ნომრებს განუსაზღვრავენ, რაც სხვადასხვა ქვეყნის ნავთობის იმპორტიორებს მიანიშნებს, რომ ირანის ტანკერებთან აქვთ საქმე.
