მოძრაობა „მუსულმანი ძმები“ სირიაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს, ირანს და კოფი ანანს აკისრებს
მოძრაობა „მუსულმანი ძმები“ სირიაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს, ირანს და კოფი ანანს აკისრებს
14:42 13.07.2012
სირიაში მოქმედი პოლიტიკური მოძრაობა „მუსულმანი ძმები“ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს, ირანს და გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს სირიაში კოფი ანანს აკისრებს.  ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

„მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი ბაშარ ასადია დამნაშავე ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, თუმცა, დამნაშავეები არიან კოფი ანანი, რუსები, ირანელები და ყველა, ვინც ფიქრობს, რომ მსოფლიოში სტაბილურობისა და შვიდობის შესანარჩუნებლად უნდა დადუმდნენ“ - ნათქვამია პოლიტიკური მოძრაობის განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანი სირიის საკითხეზე მოლაპარაკებებს მოსკოვში 16 ივლისს გამართავენ.

სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი შეეწირა.

ბეჭდვა