ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 76% მიიღო.
მეორე ადგილზე თითქმის 12%-ით კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინია. რაც შეეხება ქსენია სობჩაკს, ის მეოთხე ადგილს იკავებს და ხმების 2% აქვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 67% გამოცხადდა.
