საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კრემლში სურთ, რომ ხალხს მათი
ეშინოდეს.
ამის შესახებ სააკაშვილმა ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მომხდარზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის რეაქცია შთამბეჭდავი იყო.
„ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზი. სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის დროს რუსეთს უნდოდა მთელ მსოფლიოს, მათ შორის რუსეთის მოსახლეობას სცოდნოდა, რომ ეს მათი ქმედებაა. კრემლში სურთ მათი ეშინოდეთ, პუტინს მხოლოდ შიშის სჯერა. სტალინის ეპოქის შემდეგ, მსგავსი ქმედებების განხორციელებისთვის ნებართვას მხოლოდ უმაღლესი ლიდერები გასცემენ. არ არსებობს შანსი რომ პუტინის პირდაპირი ბრძანების გარეშე რაიმე მსგავსი მოხდეს.
ვფიქრობ, რუსეთს ეგონა, რომ ბრიტანეთისა და ამერიკის რეაქცია არ იქნებოდა ასეთი მკაცრი, თუმცა ტერეზა მეის მომხდარზე რეაგირება ძლიერი და შთამბეჭდავი იყო. ახლა უნდა მოხდეს დასავლეთის გაერთიანება და იმის დამტკიცება რომ დამნაშავე საბოლოოდ პასუხს აგებს“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი ექვს მარტს მოწამლეს.
