რუსეთი სირიას საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო ტექნიკას მიაწვდის
რუსეთი სირიას საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო ტექნიკას მიაწვდის
17:38 11.07.2012
რუსეთის ფედერაცია სირიას საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო ტექნიკას მიაწვდის.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის სამხედრო-ტექნიკური  თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილემ ვიაჩესლავ ძირკალნმა განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთი შეასრულებს სირიასთან დადებულ ხელშეკრულებას და საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის ტექნიკას მიაწვდის, ასევე, თვითმფრინავებს შეუკეთებს.
„სირიაში სამხედრო ტექნიკაზე ემბარგო არ დაწესდება“ - განაცხადა რუსმა ჩინოვნიკმა.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 თასზე მეტი ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 ათას 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი. აპრილიდან სირიაში კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა მოქმედებს, თუმცა, კონფლიქტში ჩართული მხარეები ახალი შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ მუდმივად აკეთებენ განცხადებებს.

ბეჭდვა