რუსეთი და ყაზახეთი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზე მოლაპარაკებას წლის ბოლომდე დაასრულებენ
რუსეთი და ყაზახეთი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზე მოლაპარაკებას წლის ბოლომდე დაასრულებენ
15:23 11.07.2012
რუსეთის ფედერაცია და ყაზახეთი საჰაერო თავდაცვითი სისტემის ერთობლივად შექმნაზე მოლაპარაკებებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორ პაველ კურაჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ერთობლივი საჰაერო თავდაცვითი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმება სომხეთთანაც მზადდება, მაგრამ რადგან ორ ქვეყანას საერთო საზღვარი არ აქვს, საუბარია არა ერთობლივი სისტემის შექმნაზე, არამედ ამ კუთხით თანამშრომლობაზე.
ამ ეტაპზე, საჰაერო თავდაცვითი ერთობლივი სისტემა რუსეთს მხოლოდ ბელორუსთან აქვს. კრემლი მოლაპარაკებებს უზბეკეთთან და ტაჯიკეთანაც აწარმოებს.

ბეჭდვა