ევროზონამ, შესაძლოა, 4,5 მლნ სამუშაო ადგილი დაკარგოს
ევროზონამ, შესაძლოა, 4,5 მლნ სამუშაო ადგილი დაკარგოს
14:01 11.07.2012
ევროზონამ მომავალ ოთხ წელიწადში, შესაძლოა, 4,5 მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგოს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, უმუშევრობის  ზრდა ევროპული ზონის 17 ქვეყანას შეეხება.

ორგანიზაციის განცხადებით, კრიზისი არამარტო ევროპის ქვეყნებს შეეხება, არამედ შესაძლოა, საფრთხეში მთელი მსოფლიოს ეკონომიკა აღმოჩნდეს.

„თუ გამიზნულად არ მოხდება ეკონომიკური ინვესტიციების ზრდა, კრიზისი გაღრმავდება“ - განაცხადა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ხუან სომავიამ.

მისივე თქმით, ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით მძიმე იქნება ახალგაზრდებისთვის.

მაისის მონაცემებით, უმუშევრათა რიცხვი ევროზონაში 11% -ია, რაც 17,56 მილიონ დაუსაქმებელ ადამიანს ნიშნავს. დაუსაქმებელ ახალაგაზრდების რაოდენობა - 22,6%-ია, რაც გულისხმობს, რომ 25 წლამდე ასაკის 3,4 მილიონი ახალგაზრდა სამუშაოს გარეშეა.
ევროზონის ქვეყნებში ყველაზე მეტი უმუშევარი ესპანეთშია, სადაც ყოველი 4-დან ერთი ადამიანი უმუშევარია.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ეკონომიკური კრიზისის და უმუშევრობის ზრდის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდაციები გამოაქვეყნა - უნდა მოხდეს მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, ახალგაზრდების გადამზადება, სამუშაოს ანაზღაურება პროდუქტიულობის მიხედვით.

ბეჭდვა