უგო ჩავესი ამტკიცებს, რომ კიბოსგან განიკურნა
უგო ჩავესი ამტკიცებს, რომ კიბოსგან განიკურნა
10:38 10.07.2012
ვენესუელას პრეზიდენტის უგო ჩავესის განცხადებით, იგი კიბოსგან განიკურნა და მზად არის საარჩევო კამპანია განაგრძოს.

„თავისუფალი ვარ, თავისუფლი ვარ, აბსოლუტურად თავისუფალი ვარ!“ - განუცხადა ვენესუელას პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ჩავესის განცხადების მიუხდევად, ექიმებს მის 100%-ით განკურნების დადასტურება უჭირთ და აცხადებენ, რომ ამის თქმას მხოლოდ ორი წლის, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ.

მსგავსი სახის განცხადება ჩავესმა შარშანაც გააკეთა, თუმცა, მას შემდეგ ვენესუელასა და კუბაში მკურნალობის რამდენიმე კურსი კვლავ ჩაიტარა.

ბეჭდვა