კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის კანონიერებაზე მოსმენა განახლდება
 კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის კანონიერებაზე მოსმენა განახლდება
10:21 05.02.2018
უკრაინაში კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის კანონიერების შესახებ სასამართლო პროცესი განახლდება.
დაცვის მხარე სააკაშვილისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
როგორც საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება შესაძლოა პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ მსააკაშვილის ექსტრადირება დაიწყონ.
„დღევანდელი სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება უკრაინის ტერიტორიაზე დამატებითი დაცვა, ამან შესაძლოა, ხელები გაუხსნას პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს და ამ უწყებებმა მისი ექსტრადაციის პროცესი დაიწყონ“ - განაცხადა ადვოკატმა, პაველ ბოგომაზოვმა.


ბეჭდვა