ლვოვში რუსულ ენაზე საუბარი მხოლოდ 22:00 საათიდან 08:00 საათამდე იქნება ნებადართული
ლვოვში რუსულ ენაზე საუბარი მხოლოდ 22:00 საათიდან 08:00 საათამდე იქნება ნებადართული
18:49 09.07.2012
ლვოვის საკრებულო რუსული ენის გამოყენებასთან დაკავშირებით კანონპროექტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რეგნუმი“  უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანონპროექტის თანახმად, რუსული ენის გამოყენება მხოლოდ 22:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
იქვე განმარტებულია, რომ აღნიშნული დრო ლვოვში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვის საათებს ემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ლვოვის ცენტრში უკრაინული ენის დასაცავად მოსახლებამ და სასულიერო პირებმა უკრაინულ ენაზე ლოცვა აღავლინეს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ლვოვის მერის ანდრეი სადოვოგოს განცხადებით, მართალია მტერს უკრაინა ყელში ძვალივით აქვს გაჩხერილი, მაგრამ, სანამ ქალაქი ლვოვი არსებობს, არსებობს დამოუკიდებელი უკრაინა და უკრაინული ენაც ყოველთვის ძირითადი იქნება.
უკრაინის იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური რუსების 10% მაინც ცხოვრობს, რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენად ითვლება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინელები აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ.



ბეჭდვა