ბაშარ ასადი კოფი ანანს სამშვიდობო გეგმის შესრულებას შეპირდა
ბაშარ ასადი კოფი ანანს სამშვიდობო გეგმის შესრულებას შეპირდა
16:38 09.07.2012
გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელი სირიის საკითხში კოფი ანანი დღეს, დამასკოში სირიის პრეზიდენტს  ბაშარ ალ-ასადს შეხვდა, იუწყება "ბი-ბი-სი".

შეხვედრაზე განხილვის საგანი 6 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა იყო.

კოფი ანანმა შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და განაცხადა, რომ მხარეები ძალადობის შეწყვეტის აუცილებლობის საკითხზე შეთანხმდნენ.

მისი განცხადებით, პრეზიდენტმა ასადიმ ის დაარწმუნდა, რომ სირიის მთავრობა ექვს პუნქტიან შეთანხმებას შეასრულებს.

შეხვედრის შემდეგ, ასადმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან და ანანმა პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

"შეთანხმებას, რომელიც მივიღეთ, აჯანყებულებს გავუზიარებ" -განაცხადა ასადმა და დასძინა, რომ თავად ის პოლიტიკური დიალოგის პროცესს დააჩქარებდა.

სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 თასამდე ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი. აპრილიდან სირიაში კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა მოქმედებს, თუმცა, კონფლიქტში ჩართული მხარეები ახალი შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ მუდმივად აკეთებენ განცხადებებს.

ბეჭდვა