„ახალ ძალთა მოძრაობის“ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სასამართლო მისი
სტატუსის შესახებ მთავრობაში დაწერილ გადააწყვეტილებას გამოიტანს.
ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეთა კოლეგია მისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ მსჯელობს.
ამასთან, სააკაშვილმა სხდომას ცირკი უწოდა.
„ეს სასამართლო სასამართლო არაა- ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, მაგრამ ხალხი ხედავს სადაა სიმართლე და ეს ძალიან კარგია. ეს ყველაფერი მიდის პირდაპირ ეთერებში და ეს არის ჩვენთვის ტრიბუნა. საბოლოო ჯამში, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ათობით მილიონი უკრაინელია ჩვენ მხარეს და რამდენიმე ასეული ადამიანი მხლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებაშია, არაფერს არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, დღეს მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ზემოთ არის დაგეგმილი, მაგრამ რაც არ უნდა იმოქმედონ, ამათი საქმე წასულია. მე პროგნოზები არასდროს შემშლია, მით უმეტეს უკრაინასთან მიმართებით“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
