რუსეთში კრასნოდარის მხარეში მომხდარი წყალდიდობისა და უკრაინაში ავტოკატასტროფის შედეგად რუსეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო, დღეს რუსეთში გლოვა გამოცხადდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გუშინ გამოსცა. მან შესაბამის დაწესებულებსა და სახელმწიფო ტელევიზიას მოუწოდა გასართობი გადაცემების გაშვებისგან დღეს თავი შეიკავონ.
რუსეთში წყალდიდობის შედეგად 171 ადამიანი, ხოლო უკრაინაში, ჩერნიგორსკის მხარეში მომხდარი ავარიის შედეგად რუსეთის 14 მოქალაქე დაირუპა.
კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები კვალავ გრძელდება.
„სტიქიური უბედურების შედეგად 171 ადამიანია დაღუპული, მათგან 20 პირის ამოცნობა ვერ ხერხდება“ - ნათქვამია რუსეთის შს სამინიტროს განცხადებაში.
ამასთან, სამედიციონო დახმრება 205 ადამიანს აღმოუჩინეს, საიდანაც 48 ბავშვია, ხოლო დაშავებულებიდან 159 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის 16 არასრულწლოვანი.
კრასნოდარის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 24 ათასი ადამიანია დაზარალებული.
ქალაქებში - გელენდჟიკში, კრიმსკში, ნოვორასიაში, დივნომორსკში, ნიჟნებაკანსკსა და ყაბარდინსკში 5 185 სახლია დატბორილი, რომელშიც 26 475 მოქალაქე ცხოვრობს.
