„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ ის მაიდნის
მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხეს.
როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტი აცხადებს, უკრაინაში არსებობენ ადამიანები, ვისაც კავშირი აქვს ამ კრიმინალთან, ხელისუფლებაში არიან დამნაშავეები, ვინც არ არის დაინტერესებული მთავარი დანაშაულების გახსნაში.
“გუშინ ვიყავი დაკითხვაზე მაიდნის მოვლენებზე, ცოტა ხანში ალბათ, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის მშენებლობაზე და რომის იმპერიაში მომხდარ მკვლელობებზე დამკითხავენ. ვისაც არ ეზარება, ყველა დაკითხვაზე მიბარებს. მე უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ ამ ქვეყანაში ბოლომდე არ არის გახსნილი გიორგი ღონღაძის მკვლელობა, პრეზიდენტ იუშენკოს მოწამვლის საქმე, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაზეა საუბარი და ჯერ კიდევ არავინაა დაკავებული. უკრაინაში ჯერ კიდევ გამოუძიებელია მაიდანზე სროლის საქმეები.
ანუ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ უკრაინაში არსებობენ ადამიანები, ვისაც კავშირი აქვს ამ კრიმინალთან, ხელისუფლებაში არიან დამნაშავეები, ვინც არ არის დაინტერესებული მთავარი დანაშაულების გახსნაში, რომელიც დამოუკიდებელი უკრაინის დაარსებიდან მოხდა და ასეთ ვითარებაში მთელი სამართალდამცავი სისტემა სააკაშვილის წინააღმდეგ მუშაობს, უფრო მეტიც, მაიდანის სროლის საქმეზე გუშინ მე დამკითხეს, მხოლოდ იმის გამო, რომ ბერლუსკონიმ გადაიღო ფილმი, სადაც, თითქოს, მე მივეცი ქართველ სნაიპერებს ცეცხლის გახსნის ბრძანება. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტოტალური უსამართლობაა და ხელისუფლებაში არიან დამნაშავეები, რომლებიც ხელს აფარებენ სხვა დამნაშავეებს”-განაცხადა სააკაშვილმა.
