ლიბიაში არჩევნების შედეგებს ითვლიან
ლიბიაში არჩევნების შედეგებს ითვლიან
14:35 08.07.2012
ლიბიაში არჩევნების შედეგებს ითვლიან. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მოსახლეობის დაახლოებით 60%-მა მიიღო მონაწილეობა.

2,7 მლნ-მდე ამომრჩეველი ლიბიაში 200 წევრიან საკრებულოს ირჩევს, რომელმაც თავის მხრივ, ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს.

არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ქვეყნის აღმოსავლეთის რეგიონებს საკრებულოში 60 ადგილი გამოეყოფათ, დასავლეთს - 100 და სამხრეთ რეგიონს - 40 ადგილი.

არჩევნებში 100 პარტიაზე მეტი მონაწილეობდა, მათი უმეტესი ნაწილი ახლო წარსულში ჩამოყალიბდა. ყველაზე გამორჩეული „მუსულმანთა საძმოს“ მიერ შექმნილი „სამართლიანობის და მშენებლობის“ პარტიაა.

ოფიციალური წყაროების ცნობით, არჩევნების შედეგები ხვალისთვის გახდება ცნობილი.

მედიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბოლო სამართლიანი არჩევნები ლიბიაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1952 წელს ჩატარდა.

ბეჭდვა