ჰონ-კონგში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, პოლიციამ 98 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღო.
ჰონკონგის ნარკოტიკების საგამოძიებო ბიურომ 649 კილოგრამი კოკაინი, საბაჟოზე აღმოაჩინა, იგი გემით ეკვადორიდან ჩამოჰქონდათ.
სამართალდამცავების განცხადებით, კოკაინი მოთავსებული იყო კონტეინერში 22 ნეილონის ჩანთით, ჩანთებში კი, კოკაინის 541 პაკეტი იყო გადანაწილებული.
უცხოური მედიის ცნობით, ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული სამი პირი უკვე დაკავებულია.
