აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 23 - 29 ივნისის კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის
მარაგები 4,3 მლნ ბარელით შემცირდა და382,9 მლნ ბარელს შეადგენს, რაც 6,8 %–ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 0,2 მლნ ბარელით და 205,0 მლნ ბარელზე ფიქსირდება, რაც 3,6 %–ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
დისტილატების მარაგები 1,1 მლნ ბარელითაა შემცირებული და 117,8 მლნ ბარელს შეადგენს, რაც 17,1 %–ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა და 696 მლნ ბარელს შეადგენს.
კვირის განმავლობაში, აშშ-ში ნავთობის მოპოვება შემცირდა 6.257 მლნ ბარელიდან/დღეში 6,094 მლნ ბარელამდე/დღეში.
ნავთობის მიწოდება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში დღე–ღამეში 15.645 მლნ ბარელიდან 15.631 მლნ ბარელამდე შემცირდა.
აშშ–ში ნავთობის სუფთა იმპორტი შემცირდა 344 ათასი ბარელით/დღე–ღამეში და8,735 მლნ ბარელს/დღე–ღამეში შეადგენს.
