კრასნოდარის მხარეში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 134 ადამიანი დაიღუპა, 12 ათას 71 დაზარალდა, იუწყებიან რუსული სააგენტოები საგანგებო
სიტუაციების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.
ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია დაკარგულთა შესახებ. 320 ადამიანმა სამედიცინო დახმარებითვის საავადმყოფოებს მიმართა, 104 - ჰოსპიტალიზებულია.
კოკისპირული წვიმის შედეგად 6 ივლისს ქალაქები გელენჯიკი, კრიმსკი, ნოვოროსიისკი და დასახლებული პუნქტები დივნომორსკი, ნიჟნებაკანსკაია, ნებერჟაევსკაია და კაბარდინკა დაიტბორა, წყალი შევიდა 5 ათასზე მეტ საცხოვრებელ სახლში, მოშლილია ენერგომომარაგების, გაზისა და წყალმომარაგების სისტემები.
კრასნოდარის მხარეში შეწყდა საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა.
სტიქიით დაზარალებული რეგიონი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოინახულა.
მატერიალურ დახმარებას გადაუდებელი საჭიროებისთვის მოსახლეობა ორშაბათს მიიღებს.
