„დღეს აზერბაიჯანი ცნობილია არა მარტო გარკვეულ სფეროებში, არამედ მთელ მსოფლიოშია
აღიარებული სპორტულ შეჯიბრებებისა და საერთაშორისო ღონისძიებების უმაღლეს დონეზე ჩატარებაში. აზერბაიჯანის პავილიონებმა და სარეკლამო ბანერებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ გამოფენებში, დაიმსახურეს როგორც ორგანიზატორთა ასევე, მონაწილეთა უმაღლესი შეფასება. ამ ღონისძიებებში აზერბაიჯანი ღირსეულად წარსდგა,“ - განაცხადა საზოგადოებრივი გაერთიანება „ახალგაზრდა რეფორმატორების“ თავმჯდომარე ფარიდ შახბაზლიმ და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის საერთაშორისო საგამოფენო ბიურომ ქვეყნის დედაქალაქი ბაქო მსოფლიო გამოფენის მასპინძელი ქალაქის კანდიდატურად დაასახელა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის ისტორია, კულტურა, სტუმართმოყვარეობა, მდებარეობა აზიასა და ევროპას შორის, რაც განაპირობებს მის კულტურათშორისი და რელიგიათშორისი დიალოგის ცენტრად ყოფნას და ასევე, ბევრი სხვა მიზეზი იძლევა საფუძველს, რომ ბაქო გახდეს ამ ღონისძიების მასპინძელი.
„აზერბაიჯანი 2000 წლიდან არის ექსპო-ს აქტიური მონაწილე. ბოლო სამ წელიწადში ჩატარებულ გამოფენებზე ჩვენმა პავილიონებმა პრიზები მიიღეს. 2015 წელს მილანში, 2016 წელს ანტალიაში და 2017 წელს ასტანაში გამართულ გამოფენებზე ჩვენი პავილიონები მოინახულა 3 მილიონზე მეტმა მნახველმა. აზერბაიჯანმა უზარმაზარი გამოცდილება შეიძინა ისეთი ღონისძიებების ჩატარებისას, როგორიცაა გლობალური ჰუმანიტარული ფორუმი, პირველი ევროპული თამაშები, IV ისლამური თამაშები სოლიდარობისთვის, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, 2016 წლიდან გრან პრი ფორმულა-1 ბაქო, საერთაშორისო დიალოგის მსოფლიო ფორუმი, „ბაქოს პროცესი“, რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამმიტი. გარდა ამისა, აზერბაიჯანი არის ახალგაზრდა, დამოუკიდებელი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა, ფინანსური შესაძლებლობებით და უსაფრთხოების მაღალი და მყარი გარანტიებით უზრუნველყოფილი“-განაცხადა შახბაზლიმ.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „EXPO-2025”-ს აზერბაიჯანი ღირსეულად, უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს.
