კრასნოდარის მხარეში წყალდიდობას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა
კრასნოდარის მხარეში წყალდიდობას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა
14:24 07.07.2012
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 50-მდე ადამიანი დაიღუპა. BBC-ს ცნობით, წყალდიდობის შედეგად 35 ადამიანი ქალაქ კრიმსკში, 9- გელენძიკში, 2 კი ნოვოსიბირსკში დაიღუპა.
წყალდიდობა ღამით მოულოდნელად დაიწყო და მთლიანობაში დაახლოებით 13000 ადამიანი დააზარალა.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით მოსახლეობის დასახმარებლად მოსკოვიდან თვითმფრინავები უკვე გაიგზავნა.

"წყალდიდობა იმდენად ძლიერი იყო იყო, რომ შუქნიშნებიც კი დააზიანა და წააქცია“-განაცხადა კრასნოდარის სამხარეო პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ ცელიაბინმა. მისივე თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს.

ბეჭდვა