ინგლისში, ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 7 ადამიანი დააპატიმრეს. მათ შორის 6 კაცი და ერთი ქალია.
ინგლისის პოლიციის განცხადებით მათ, ტერაქტში ეჭვმიტანილთა მანქანიდან იარაღი ამოიღეს. ერთ-ერთი მოწმის განცხადებით კი დაკავებულები მანქანის აფეთქებას ავტოსადგომზე ცდილობდნენ.
სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალებების ცნობით ტერორისტული აქტი შეიძლება ლონდონის მომავალ ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდებოდეს, თუმცა ინგლისის პოლიცია ამ ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს აქტი ლონდონის ოლიმპიადასთან კავშირში არ არის.
აღნიშნული ინცინდენტის შემდეგ ლონდონის ოლიმპიადისთვის დაცვის ზომები კიდევ უფრო გაძლიერდება.
