საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებას
პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ის, რასაც სააკაშვილი უკრაინაში აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა.
სააკაშვილის განცხადებით, პუტინს უკრაინაში არსებული „ჯიხური“ ყველაზე მეტად აწყობს. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, პუტინის თეზისები ხელისუფლების ტერმინოლოგიას ემთხვევა.
„პუტინს ჩემი დავიწყება არ შეუძლია. შემეთხვევითი არაა, რომ პუტინის თეზისები ხელისუფლების ტერმინოლოგიას ემთხვევა. დარწმუნებული ვარ საქმე ჩემს წინააღმდეგ და ჩემი დაკავებაც ერთობლივი ოპერაციაა FSB და SBU-სი. მერწმუნეთ, მე მაქვს საკმარისი გამოცდილება, რომ არ გავაკეთო ეს განცხადება ჰაერში და პუტინმა დღეს ეს პრაქტიკულად დაადასტურა.
პუტინს უკრაინაში არსებული „ჯიხური“ ყველაზე მეტად აწყობს და მას არ სურს რამის შეცვლა, მე კი მას ვძულვარ. პუტინს ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს საკმეველის“, - წერს სააკაშვილი.
როგორც პუტინი აცხადებს, მას უკვირს, თუ როგორ ითმენს ხალხი, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის ქუჩებში დადის და უკრაინელობაზე ხმამაღლა აცხადებს. მისივე თქმით, რასაც ის აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა.
