მიხეილ სააკაშვილი: მოსამართლემ მოისმინა საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ვიღაც მგელთან და კურდღელთან
მიხეილ სააკაშვილი: მოსამართლემ მოისმინა საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ვიღაც მგელთან და კურდღელთან
12:45 14.12.2017
მიხეილ სააკაშვილი მის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ აფასებს.
მისი განმარტებით, ის იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მოსამართლე გაბედული აღმოჩნდა.
აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რატომ აღმოვჩნდი დღეს სტუდიაში? იმიტომ, რომ მოსამართლე აღმოჩნდა გაბედული, რომელმაც მოისმინა საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ვიღაც მგელთან და კურდღელთან. ასე ეძახიან მთავარ მოწმეებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ მე ეფესბეს აგენტი ვარ. ამასთან ერთად ამბობდნენ, რომ მე სახლში უნდა გამომკეტონ, რადგან როგორც ეფესბეს აგენტს, თვითონ რუსეთის უშიშროება მომკლავდა. მეორე მოტივად ასახელებდნენ იმას, რომ მე ვაჩვენებ დანაშაულებრივ განზრახვებს კოდირებულ პროგრამებში: ვაიბერში, ვოთსაფსა და ტელეგრამში საუბრით და ეს არის ნიშანი, რომ ჩემი სახლიდან გამოშვება არ შეიძლება. ისინი ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ იანუკოვიჩს ჩასვამდნენ, საბოლოოდ კი ჩამსვეს მე”-განაცხადა სააკაშვილმა.

ბეჭდვა