„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მისი გათავისუფლება იმ
ბრძოლის შედეგია, რომელსაც ის უკრაინელ ხალხთან ერთად აწარმოებდა.
მისივე თქმით, სასამართლოს ხალხის შეეშინდა, რადგან ქუჩაში სხდომის პარალელურად უამრავი ხალხი იყო შეკრებილი.
"ეს არის წარმოუდგენელი რამ, მოსამართლეებს ყოველთვის აკონტროლებდა ბოლომდე პოროშენკო და ამ ქალმა საერთოდ ყველაფერზე უარი თქვა, ყველანაირ შეზღუდვაზე. დეპუტატებიც აღარ დაჭირდა, უბრალოდ გამიშვა. ძალიან მოულოდნელი იყო იმ გაგებით, რომ ხალხის შეეშინდათ, ძალიან ბევრი ხალხი იყო გუშინ ქუჩაში, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. არა მარტო გამოვედი ციხიდან, არამედ საერთოდ გამიშვეს. ეს შედეგი მოიტანა ბრძოლამ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 8 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მისთვის შინაპატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
