როგორც თათუხაშვილმა განაცხადა, მან და აქციის სხვა მონაწილეებმა ევროსაბჭოს დეპუტატებს სააკაშვილის გათავისუფლების მოხოვნით პეტიციით მიმართეს.
„მიხეილ სააკაშვილი ჩვენი პრეზიდენტია, იდევნება რუსი ოლიგარქების მიერ. ამჟამად ის არის უკანონოდ დაპატიმრებული. ის დააპატიმრეს თუ არა, მას გავმოვუცხადე სოლიდარობა და დავიწყე შიმშილობა, უკვე სამი დღეა. ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას.
აქ გავმართეთ აქციები და ევროსაბჭოს დეპუტატებს მივმართეთ პეტიციებით. ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას“- განაცხადა თათუხაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი ორი დღის წინ დააკავეს, დღეს კი უკრაინის სასამართლოში მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.
